პროექტი ARACNE

ამბავი
15.05.23 - 01.03.26
პროექტი აყალიბებს აბრეშუმთან დაკავშირებულ ევროპულ კულტურულ იდენტობას.

ARACNE არის ჰორაიზონ ევროპის თანამშრომლობითი პროექტი, რომლის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოდან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია. პროექტი  ინარჩუნებს ევროპული აბრეშუმის წარმოების კულტურულ მემკვიდრეობას, აღადგენს ტრადიციულ უნარებს და აყალიბებს აბრეშუმთან დაკავშირებულ ევროპულ კულტურულ იდენტობას.

ARACNE-ს საერთაშორისო გუნდი, დარგის მკვლევარების, სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით მიზნად ვისახავთ ჩამოვაყალიბოთ მომავალი ევროპული აბრეშუმის გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციებს, არქიტექტურასა და მატერიალურ/არამატერიალურ მემკვიდრეობას. მოქნილი ეკოსისტემის რეკონსტრუქციით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ქალაქებს, რეგიონებს, მუზეუმებსა და კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობას კულტურის შესანარჩუნებლად, ინოვაციების გასაძლიერებლად და აბრეშუმის ინდუსტრიის უნარებისა და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.