SERI(a) 3: ხაზების გასწვრივ
წელი: 2024
ენა: EN / GE
ISBN 978-9941-8-6414-8

"SERI(a) 3: ხაზების გასწვრივ" თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მიერ 2019 წელს შემუშავებული პუბლიკაციების ახალი გამოცემაა.

სერი(ა) მუზეუმის სხვადასხვა საგამომცემლო საქმიანობის პლატფორმის როლს ასრულებს და მის მთავარ მიზანს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება წარმოადგენს. ამ გამოცემის რედაქტირებასა და გამოშვებაზე მოწვეული გარე კურატორები მუშაობენ. სერი(ა) მუზეუმის საგამომცემლო საქმიანობის საერთაშორისო პლატფორმაა და მეაბრეშუმეობის თემაზე შექმნილი მრავალფეროვანი მასალის ერთგვარ არქივს წარმოადგენს.

მოგზაურობა თბილისის აბრეშუმის მუზეუმში დაცული ძაფებიდან იწყება და უზბეკეთში, ფერღანის ხეობაში მთავრდება, სადაც ერთი ქალბატონი აბრეშუმს დღესაც ისევე ართავს, როგორც ამას ათასობით წლის წინ აკეთებდნენ. ჩვენ გზას ვიწყებთ ირანში მდებარე აბრეშუმის მიტოვებული ფაბრიკიდან და მივემართებით ავღანეთის ერთი გამოქვაბულისკენ, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი პიგმენტი აღმოაჩინეს.

სერი(ა)-ს მესამე გამოცემის მთავარ შთაგონებად ტიმ ინგოლდის მიერ შემუშავებული სტრუქტურა იქცა. თავის ჩანაწერებში, სხვა თემების პარალელურად, ის ყურადღებას ამახვილებს ჩვენს სხეულებში ღრმად შენახულ ცოდნასა და სიბრძნეზე. ტიმ ინგოლდის თანახმად, ადამიანი მარტივი და არც ისე მარტივი ქმედებების უსასრულო ნაკრებისგან შედგება. სიარული, საუბარი, მოსმენა, ინსტრუმენტზე დაკვრა, საჭმლის მომზადება, ცეკვა და აბრეშუმის ქსოვილის შექმნა – ჩვენი სხეულების მიერ ყოველ
წამს შესრულებული ყველა ეს მოქმედება მოიცავს უზარმაზარ ცოდნას, რომელიც, როგორც წესი, შეუმჩნეველი და დაუფასებელი რჩება.

ამ ნაგულისხმევი ცოდნის უკეთ გასაგებად, ინგოლდი ხაზის კონცეფციას გვთავაზობს: საბაზისო და უნივერსალური ელემენტი, რომელიც ყველაფერს ყველაფერთან აკავშირებს, ყველას – ყველასთან; ნერვული იმპულსი, რომელიც ჩვენი ტვინებიდან თითებამდე სინათლის სიჩქარით მოძრაობს; ჩვენი წარმოსახვა, რომელსაც შეუძლია უსიამოვნო პოლიტიკური მოვლენა შორეულ წარსულში განვითარებულ ისტორიულ მოვლენას დაუკავშიროს; არაფრით გამორჩეული გასეირნება სახლიდან სამსახურამდე. ყველაფერი ხაზების გასწვრივ სრულდება.

 

კონცეფცია: ნინა ახვლედიანი, ფურქატ ფალვან-ზადე

რედაქტორი: ფურქათ ფალვან-ზადე

ტექსტი: რუზბე ახბარი, ტიმ ინგოლდი, ოლია კორსუნი, ფურქათ ფალვან-ზადე, სალომე ფაჩუაშვილი, პიტერ პაულ პოტჰოვენი

გრაფიკული დიზაინი: ტიმურ ახმეტოვი

ტიპოგრაფია: თორნიკე ლობჟანიძე

ფოტოები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შუშის ნეგატივების კოლექცია

ფორმატი: 19.5 x 29.5 cm

გვერდების რაოდენობა: 204

ყდა: რბილი

 

გამოიცა ორი გამომცემლობის მიერ:

გამომცემლობა: სპექტორ ბუქსი, ჰარკორშტრასე 10 D-04107 ლაიფციგი, გერმანია www.spectorbooks.com

თანაგამომცემლობა: კონა წიგნები, წინამძღვრიშვილის ქ. 49 0102 თბილისი, საქართველო 115 www.konabooks.ge