კონსტანტინე ზანისი

პერსონალიები
კონსტანტინე ზანისი
ფოტოგრაფი
1864-1947

კონსტანტინე ზანისი  (1864-1947) მოღვაწეობდა თბილისში როგორც დოკუმენტური, ისე სტუდიური ფოტოგრაფიის მიმართულებით. 

ზანისი მუშაობდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურში 1890-1903 წლებში და აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც იღებდა კავკასიელი მეაბრეშუმეების ყოველდღიურ საქმიანობას. მას მუზეუმის სხვენში მოწყობილი ჰქონდა ფოტო ლაბორატორია, სადაც ამჟღავნებდა და ბეჭდავდა ექსპედიციებში გადაღებულ ფოტომასალას და აგრეთვე მუშაობდა მიკროსკოპული კვლევების ფოტოფიქსაციაზე.

ზანისის ფოტოები ინახება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და კერძო კოლექციებში.

1901 წლიდან ზანისმა ფოტოატელიე გახსნა და ძირითადად, სტუდიურ ფოტოებს იღებდა. გარდა ამისა, ცნობილია მის მიერ კახეთის ექსპედიციაში მეღვინეობის შესახებ გადაღებული ფოტომასალა. ფოტოგრაფი აქტიურ მუშაობას აგრძელებდა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში კონსტანტინე ზანისს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის სოციალისტური შრომის გმირის წოდება 1928 წლის 18 ოქტომბერს.

 

კონსტანტინე ზანისის შესახებ ნინო ძანძავას კვლევა იხილეთ აქ.