გამოფენები
პროექტები
სემინარები და ვორქშოფები
2009 წლის იანვარში აბრეშუმის მუზეუმში ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილთა მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. ქართული ტექსტილის ჯგუფის (GTG) პროექტ კამარა II-ის მიზანი იყო ომით დაზარალებულ ქალთა და ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. >დაწვრილებით პროექტის შესახებ> |
2008 წლის აპრილში მუზეუმში ჩატარდა GeoAIR-ს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი, ჰოლანდიელი, სომეხი და თურქი მხატვრები. მოწვეული მხატვრები “არქიდრომის” ჯგუფთან ერთად მუშაობდნენ. სამი კვირის განმავლობაში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გადაიქცა ინფორმაციის, ბრეინშტორმინგის სესიების, ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტების, კვლევების ასპარეზად. |
1997-დან 2005 წლამდე მუზეუმმა უმასპინძლა მხატვრული ტექსტილისადმი მიძღვნილ ხუთ საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომლებსაც ქართული ტექსტილის ჯგუფი (GTG) >დაწვრილებით GTG -ს შესახებ> ევროპის ტექსტილის ქსელის (ETN) მხარდაჭერით აწყობდა. მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ინფორმაცია მუზეუმის არსებობის და მნიშვნელოვნების შესახებ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა; სიმპოზიუმის მონაწილეებმა არაერთხელ მოაწერეს ხელი საქართველოს მთავრობის მიმართ მუზეუმის დასაცავად დაწერილ პეტიციებს; აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გახდა ETN -ის წევრი და ევროპული ტექსტილის გზის მთავარი მისამართი საქართველოში. >დაწვრილებით ETN -ის შესახებ> |