გამოფენა "Soie - აბრეშუმი"

ამბავი
14.10.23
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბელგიის ქალაქ ლიეჟის გალერეაში "Les drapiers" აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.

14 ოქტომბერს, საერთაშორისო ფესტივალ "ევროპალიის” ფარგლებში ბელგიის ქალაქ ლიეჟის გალერეაში "Les drapiers" აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა "Soie - აბრეშუმი" გაიხსნა. 

გამოფენის კონცეფციისა და დიზაინის ავტორი: ჟან-ლუკ პეტი

 

ელგიელი მხატვრის ჟან-ლუკ პეტის თანამედროვე ხედვა აერთიანებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მრავალფეროვან კოლექციას (143 ექსპონატი). აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და აბრეშუმის ძაფების ნიმუშები გვახსენებს საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებასა და ღრმა ისტორიულ კონტექსტს.

 

ქართველი ხელოვანი, თამუნა ჭაბაშვილი, წარმოადგენს გამოფენასთან თემატურად დაკავშირებულ  ნამუშევრებს - “მოსაჩითი ნიმუშების წიგნი” (2016) და  “მოგზაური ისტორიები” სერიიდან  “დაუცველობის საზღვრები” (2023). ჭაბაშვილის ნამუშევრები კონცეპტუალურად იკვლევს არქივების, კვალისა და პირადი ისტორიების თემებს, ვიზუალურ და ტაქტილურ ნარატივებს.

 

გამოფენის გახსნაზე მუზეუმის კოლექციების კურატორმა სალომე ფაჩუაშვილმა გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს გააცნო საგამოფენო ექსპონატები და ასევე გამომცემლობა კონასთან და გერმანელ არტისტ ოლაფ ნიკოლაისთან ერთად თანამშრომლობით შექმნილი პუბლიკაცია სერი(ა). 

 

გამოფენა 2023 წლის 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

 

გამოფენა განხორციელდა საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა და “ევროპალიის” მხარდაჭერით. 

გალერეა