english
საღებავები
გრენის კონტეინერები
მოდელები
მცენარეული, ცხოველური, მინერალური და ქიმიური საღებავები სხვადასხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან. უმეტესად კავკასიური წარმოშობის, მაგრამ ასევე ბრაზილიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და ცეილონიდან ჩამოტანილი ნიმუშები; ქსოვილის მოსაჩითი კლიშეების კოლექცია.
 
მუზეუმში დაცულია გრენის - აბრეშუმხვევიას ჭიის კვერცხის, შესანახი და გადასატანი კონტეინერების კოლექცია. კოლექცია მოიცავს ნიმუშებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოებოდა: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სპარსეთი, სომხეთი, საქართველო. ძირითადად ნიმუშები განეკუთვნება XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისს.
 
ეთნოგრაფიული მაკეტები, როგორიცაა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საცხოვრებელი და საჭიე სახლები; საქსოვი დაზგების მოდელები; პარკიდან ძაფის ამოსახვევი სხვადასხვა ხელსაწყოს მოდელები; ჭიის გამოსაკვები თაროების მოდელები იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და საქართველოდან და სხვა.