english
ედუარდ კურტისი - ფოტო გამოფენა
აშშ-ს საელჩო საქართველოში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრებას. 
გამოფენა სამ ნაწილადაა გაყოფილი და ეტაპობრივად გაიხსნება ზემოთხსნებეულ მუზეუმებში.
  • 20 სექტემბერი, 18:00 საათი- აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 
  • 21 სექტემბერი, 18:00 საათი- საქართველოს ხელოვნების სასახლე
  • 22 სექტემბერი, 18:00 საათი- თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)   
ედუარდ კურტისის უმთავრესი მიზანი იყო მომავალი თაობებისთვის შემოენახა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ყოფა და ტრადიციები. მისი ბევრი ფოტო დადგმულია, რადგან ფოტოგრაფს უნდოდა ეჩვენებინა ავთენტური გარემო. აბრეშუმის მუზეუმში განთავსებული ფოტო გამოფენა აჩვენებს ინდიელების ტრადიციებს. გარდა კურტისისა მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს კონსტანტინე ზანისის ფოტოები. 
გამოფენას თან ახლავს შემეცნებით გასართობი აქტივობები. 
*დასწრება თავისუფალია გახსნის დღეს, დანარჩენ დღეებში ბილეთის ღირებულება - 5 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს : http://www.edwardcurtis.ge/
 
12 ოქტომბერი, 2017
სოსო დუმბაძე/ ქერსთინ ერგენციგერი/თესსა კნაპ/ნატალია ნებიერიძე 
ტრანსფორმაციის მუზეუმი არის თესსა კნაპის მიერ მომზადებული თანამედროვე სახელოვნებო პროექტი, რომელიც ხორცილედება გერმანია-საქართველოს თანამეგობრობის 2017 წლის ფარგლებში. 

ვრცლად >>
19 სექტემბერი, 2017
ედუარდ კურტისი & ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი
აშშ-ს საელჩო საქართველოში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედუარდ კურტისის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ამსახველ ფოტომასალას. 

ვრცლად >>
16 მაისი, 2017
აბრეშუმის მუზეუმში 18-19 მაისს გაიმართება მუზეუმის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია  "ტრადიცია და ინოვაცია".  ვრცლად >>