english
შეინარჩუნე ელვარება
სტაჟირების პროგრამები
3
2015 წელს მიმდინარეობდა ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამა „შეინარჩუნე ელვარება“, 14 მონაწილე. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მეაბრეშუმეობის დარგის სწავლება,  პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. პროექტი განხორცილედა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე (მაისი - ივნისი) შეისწავლეს აბრეშუმის ჭიის ბიოლოგია და მისი მოვლის პირობები, პრაქტიკულ ნაწილში უვლიდნენ და კვებავდნენ ჭიას.
მეორე ეტაპი (ოქტომბერი - ნოემბერი) - პრაქტიკული სწავლება: მიღებული აბრეშუმის პარკისგან ძაფის დართვის სხვადასხვა მეთოდი, ბუნებრივი და ქიმიური ღებვა, ქსოვის სპეციფიკა. მეორე ეტაპის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ შესძლო საკუთარი ხელით შეექმნა ნამუშევარი. 
პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან მუზეუმმა შესძლო ძველი ტრადიციის აღდგენა და წლების შემდეგ ჩაატარა ზრდასრულთა პირველი საგანმანათლებლო პროგრამა მეაბრეშუმეობაში. პროგრამის დამთავრების შემდეგ მუზეუმმა გამოსცა სახელმძღვანელო, რომელშიც შესულია ყველა თემა, რაც კურსის ფარგლებში ისწავლებოდა. (იხ. გამოცემები) 
პროექტი განხორცილედა ფონდ DVV International Georgia- ს ფინანსური მხარდაჭერით.
 
აბრეშუმის მუზეუმი ყოველწლიურად აცხადებს სტაჟირების პროგრამებს მუზეუმის ბიბლიოთეკის, ფონდების მართვის, საგანმანათლებლო პროგრამების, რესტავრაციის განხრით. სტაჟირება უფასოა. გაიცემა სერტიფიკატი.