english
აბრეშუმის მუზეუმის ძირითადი ექსპოზიცია
აბრეშუმის მუზეუმში ერთი ძირითადი ექსპოზიციაა- აბრეშუმის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია ექსპონატები მსოფლიოს 63 ქვეყნიდან, რაც გვაწვდის ამომწურავ ინფორმაციას აბრეშუმისა და მეაბრეშუმეობის შესახებ. ექსპონატების უმრავლესობა მუზეუმის დაარსების თანადროულია და თარიღდება - XIX საუკუნით. აქ წარმოდგენილი ნიმუშების უმეტესობა შეგროვებულია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მიერ მოწყობილი ექსპედიციების დროს. 
მუზეუმში მოსულ დამვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს: 
1. აბრეშუმის პარკის უნიკალურ კოლექციას, რომელშიც 5000 ჯიშისა და ჰიბრიდის აბრეშუმის პარკი შედის. 
2. ენტომოლოგიას, რომელშიც იგულისხმება აბრეშუმხვევიას ჭიის ბიოლოგია და პეპლების იშვიათი კოლექცია. 
3. აბრეშუმხვევიას კვერცხის გადასატანი კონტეინერების კოლექციას
4. საღებავების კოლექციას, რომელიც წარმოდგენილია მცენარეული ცხოველური და მინერალური საღებავებით. 
5. აბრეშუმის ძაფის კოლექციას.
6. ქსოვილის კოლექციას - რომელში შემავალი ექსპონატებიდან აღსანიშნავია ჯეჯიმის, გერმანული მაქმანის, ჟაკარდული ქსოვილებისა და ქართული წარმოების ქსოვილების ნიმუშები. 
7. თუთის ხის კოლექციას - რომელსაც ცალკე საგამოფნო სივრცე ეთმობა და გვაწვდის სრულ ინფორმაციას თუთის ხეზე. 
8. დაზგა/ დანადგარი/ მაკეტების კოლექციას, რომელშიც  შედის XIX-XX საუკუნის მეაბრეშუმეობის სადგურის მუშაობისათვის საჭირო ინვენტარი. 
9. კინო/ფოტო/ნეგატივების კოლექციას, რომელიც  მოიცავს XIX საუკუნით დათარიღებულ  უნიკალურ ფოტო მასალას. 
10. ავეჯის კოლექციას, რომელიც უნიკალურია და სპეციალურად აბრეშუმის მუზეუმისთვისაა დამზადებული. 



 
16 თებერვალი, 2017
არტ-ინტერვენციის ბოლო პროექტის, არტისტ ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის ერთობლივი გამოფენის   "¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" დახურვა შედგება 18 თებერვალს 18:00 საათზე.ვრცლად >>
13 იანვარი, 2017
No vayas sola, Remedios!"  - "მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" მხატვრისა და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო, მუზეუმში შემუშავებული და განხორციელებული გრძელვადიანი პროგრამის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. გამოფენა გაიხსნება 2017 წლის 28 იანვარს. ვრცლად >>
13 ოქტომბერი, 2016
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2016 წელს მომზადდა საგანმანათლებლო პროგრამა "4 სიცოცხლე" სპეციალურად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეოთხე კლასელებისათვის. პროგრამა ეფუძნება სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ თემას - მწერის ოთხეტაპიანი სასიცოცლო ციკლი. 





ვრცლად >>