წიგნადი ფონდი
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკა მუზეუმის დაარსების თანადროულია. ბიბლიოთეკის არსებობის იდეა თავიდანვე ჩადებული იყო კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის კონცეფციაში. ეს სივრცე მოიაზრებოდა, როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. წიგნადი ფონდი მოიცავდა არამხოლოდ ვიწროდ მეაბრეშუმეობის დარგის ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალურ წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებს. დღევანდელ დღეს ბიბლიოთეკაში დაცულია მე-18-21-ე საუკუნეების 20 000-მდე წიგნი და პერიოდული გამოცემა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.
ამ გვერდზე შესაძლებელელია წიგნადი ფონდის რამდენიმე პუბლიკაციის დათვალიერება (რაოდენობა ეტაპობრივად განახლდება).