english
მარტო ნუ წახვალ     რემედიოს!
 

არტ-ინტერვენცია მუზეუმში

No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!

 

 

"No vayas sola, Remedios!" ("მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!") მხატვრისა და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონისა და კურატორის მაგდა გურულის თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში შემუშავებული და განხორციელებული გრძელვადიანი პროგრამის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. ის ხორციელდება "სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში და მის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.

სახელოვნებო ინტერვენცია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2016 წლის მარტიდან მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია მუზეუმის კონტექსტით განპირობებული ახალი, ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე მულტიმედიური ინსტალაციის შექმნა და სამუზეუმო სივრცეში ხელოვანისა და კურატორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

"No vayas sola, Remedios!" ("მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!") აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2017 წლის 28 იანვარს გაიხსნება და 18 თებერვლამდე გასტანს (მისამართი: თბილისი, გიორგი ცაბაძის ქუჩა #6).

"No vayas sola, Remedios!" აქცენტს თიხის სახეცვლილების შედეგად მიღებულ საბოლოო პროდუქტსა და ამ პროდუქტის შექმნის პროცესზე აკეთებს. თიხის მეტამორფოზას მაყურებელი მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებულ ვიდეოპროექციებზე ნახავს (ვიდეო: ტატო კოტეტიშვილი). მათ შორის ერთი ვიდეო მუზეუმში, ხოლო მეორე ლია ბაგრატიონის სახელოსნოში ჩატარებული პერფორმანსის მხატვრული დოკუმენტაციაა.

ექსპოზიცია ცდილობს, მაყურებელს თიხის სახეცვლილების ყველა ეტაპი აჩვენოს დაწყებული საწყისი მასალის - თეთრი თიხის დამუშავებიდან და დასრულებული იმ საბოლოო პროდუქტით, რომელიც მუზეუმის ცენტრალურ დარბაზშია გამოფენილი. აქ მაყურებელი სამუზეუმო სივრცეში სუბვერსიული ინტერვენციის მცდელობას - რამოდენიმე გამოღებულ, ცარიელ საგამოფენო კარადასაც ნახავს. ვიდეოპერფორმანსში ხაზგასმულია მსგავსება ხელოვანის სხეულს, აბრეშუმის ჭიის პარკსა და საბოლოო ობიექტს შორის. სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი გრძელი კაბა (დიზაინერი: გოლა დამიანი), რომელიც მხატვარს მუშაობისას აცვია, ერთი მხრივ მოდის ინდუსტრიაში აბრეშუმის გამოყენებას ეხმაურება, მეორე მხრივ კი მხატვრის თიხასთან შეხების საკრალურობას უსვამს ხაზს. 

 
16 თებერვალი, 2017
არტ-ინტერვენციის ბოლო პროექტის, არტისტ ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის ერთობლივი გამოფენის   "¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" დახურვა შედგება 18 თებერვალს 18:00 საათზე.ვრცლად >>
13 იანვარი, 2017
No vayas sola, Remedios!"  - "მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" მხატვრისა და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო, მუზეუმში შემუშავებული და განხორციელებული გრძელვადიანი პროგრამის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. გამოფენა გაიხსნება 2017 წლის 28 იანვარს. ვრცლად >>
13 ოქტომბერი, 2016
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2016 წელს მომზადდა საგანმანათლებლო პროგრამა "4 სიცოცხლე" სპეციალურად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეოთხე კლასელებისათვის. პროგრამა ეფუძნება სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ თემას - მწერის ოთხეტაპიანი სასიცოცლო ციკლი. 





ვრცლად >>