სტუდენტური გამოფენა "ხაზი, ფორმა და სივრცე"
ამბავი
14.07.26 - 18.07.26
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
14 ივლისს, 18:00 საათზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მინუს სართულის მულტიფუნქციურ სივრცეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „გრაფიკის ხელოვნებისა“ და „მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის“ პროგრამების კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების მოკლევადიან საჯარო წარდგენა გაიმართა.
განსხვავებული ვიზუალური ენით შექმნილი გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები, საჯარო და კერძო სივრცეების ესთეტიკას აერთიანებს. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, მუზეუმის მულტიფუნქციური სივრცე სტუდენტურ ნამუშევრებს მასპინძლობს, რომლებშიც წარმოდგენილია ავტორთა შემოქმედებითი ძიებები და პროფესიული განვითარების პროცესი.
ხელმძღვანელი ლექტორები: ირაკლი ტოკლიკიშვილი, ლეი გრიგოლია, გიორგი გაგნიძე, ლევან ხარაზიშვილი, მარიამ ჯანელიძე, ანა ჯაფარიძე