მუზეუმი და მდინარე
მაშა ჩიღვინაძე, ნატალია ნებიერიძე
გამოფენა
23.05.26 - 30.11.26
- ორშ.: დაკეტილია
- სამ.: 11:00 - 18:00
- ოთხ.: 11:00 - 18:00
- ხუთ.: 11:00 - 18:00
- პარ.: 11:00 - 18:00
- შაბ.: 11:00 - 18:00
- კვ.: დაკეტილია
Genius Loci Tbilisi - არის ინიციატივა რომელიც აკვირდება ადგილის სულის, კოლექტიური მეხსიერებისა და სივრცითი გამოცდილების ფენომენს თბილისის კონტექსტში. გამოფენაზე წარმოდგენილია მდინარე, როგორც ქალაქის ფიზიკური, ისტორიული და სიმბოლური ღერძი და მისი ურთიერთკავშირი აბრეშუმის მუზეუმთან. მტკვარი ასახავს ცოცხალ, დინამიურ სისტემას, რომლის გავლენითაც ქალაქი მრავალშრიან და ცვალებად ორგანიზმად ყალიბდება.
გამოფენას აქვს ციკლური და პროცესუალური ხასიათი, რამდენიმე თვის განმავლობაში ექსპოზიციას დაემატება კვლევის მიმდინარეობისას დამუშავებული მასალა.
კოლაბორატორები: დავით ასანიძე, ელენე ედიშერაშვილი, ლუკა სულავა, ლუკა შავაძე, სალომე ტაბატაძე, თათა მანაგაძე და ქეთევან დავითაშვილი.