საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს სასკოლო განათლების სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობას.
სასკოლო მოკლევადიანი პროგრამა „მუზეუმის მეგობარი“ შეიცავს მუზემის დათვალიერებას, პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლას, სამახსოვრო ნივთის ან ნახატის გაკეთებას და მიღებული ცოდნის ბლიც-ტესტირებას. ამის შემდეგ მონაწილეები დასაჩუქრდებიან სამკერდე ნიშნით “მუზეუმის მეგობარი”.
|
|
მუზეუმი ამზადებს სასწავლო-პროფესიულ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს უფროსკლასელთათვის. პროგრამაშია მუზეუმის მეგზურის საფუძვლების შესწავლა საერთო სამუზეუმო საქმის შესწავლის ფორმატში. კურსგავლილ მოსწავლეებს პრაქტიკა მუზეუმშივე ექნებათ და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში იქნებიან მუზეუმის ვოლონტიერი-გიდები. კურსი ორთვიანია.
|
|
სასკოლო ზოოლოგიის პროგრამასთან პარალელურად ჩატარდება ჩვენი გრძელვადიანი „საოჯახო პროგრამა“. სკოლის მოსწავლეებს ვასწავლით როგორ მოუარონ, გამოკვებონ და იზრუნონ აბრეშუმის ჭიებზე სახლის პირობებში. სამი თვის შემდეგ მათივე მიღებული აბრეშუმის პარკით მოდიან მუზეუმში და სწავლობენ პარკიდან ძაფის ამოხვევას, მის შეღებვას ბუნებრივი საღებავით და ბოლოს რაიმე სამახსოვრო ნივთის დამზადებას. პროცესში მთელი ოჯახი იღებს მონაწილეობას. |