ფოტო არქივი
ფოტომასალაში ასახულია მეაბრეშუმეობის სადგურის მშენებლობა, ფოთლის დამზადება, ჭიების საცდელი გამოკვება (1896), პეპლების შეჯვარება (1906), გრენის მოთავსება კოლოფებში (1893), ჯეჯიმის ქსოვის პროცესი (1893), პარკის სქესად დაყოფა უგრეხელიძის აპარატით (1950-იანი წ.წ.) და სხვა საინტერესო მოვლენები. |
მინის ძველი ნეგატივებიდან ფოტოების დაბეჭდვა, მასალების დიგიტალიზაცია და არქივის კატალოგიზაცია, ისევე როგორც ფოტოგამოფენების მოწყობა მუზეუმის მომავალი გეგმების ნაწილს შეადგენს. |