english
შეინარჩუნე ელვარება
არტ ინტერვენცია მუზეუმში
 აბრეშუმის მუზეუმში 2015 წლის მაისიდან ნოემბრის თვემდე მიმდინარეობდა  ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამა „შეინარჩუნე ელვარება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 ადამიანმა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა მეაბრეშუმეობის დარგის სწავლება,  პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. პროექტი განხორცილედა ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე რომელიც მაისი - ივნისის თვეში მიმდინარეობდა  მონაწილეებმა შეისწავლეს აბრეშუმის ჭიის ბიოლოგია და მისი მოვლის პირობებსაც გაეცნენ, პრაქტიკულ ნაწილში უშუალოდ უვლიდნენ და კვებავდნენ ჭიას.

მეორე ეტაპზე რომელიც ოქტომბერ - ნოემბრის თვეს მოიცავდა უფრო დიდი წილი პრაქტიკულ აქტივობებს დაეთმო, ვინაიდან, ამ ეტაპზე მონაწილეები უკვე მიღებული აბრეშუმის პარკისგან ძაფის მიღების სხვადასხვა მეთოდს, ბუნებრივი და ქიმიური ღებვის, ქსოვის სპეციფიკას შეისწავლიდნენ. მეორე ეტაპის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ შეძლო საკუთარი ხელით შეექმნა თავისი ინდივიდუალური ნამუშევარი. 

აბრეშუმის მუზეუმისთვის, როგორც ამ პროგრამის ორგანიზატორისთვის, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან, მუზეუმმა შეძლო თავისი ტრადიციის აღდგენა და წლების შემდეგ შექმნა  ზრდასრულთა პირველი საგანმანათლებლო პროგრამა მეაბრეშუმეობაში. საბოლოო ჯამში აბრეშუმის მუზეუმის გუნდმა შექმნა სახელმძღვანელო, რომელშიც შესულია ყველა თემა, რაც კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს. 

         პროექტი განხორცილედა ფონდ DVV International Georgia- ს ფინანსური მხარდაჭერით.

    

 



 
2016 წლის 15 მარტიდან აბრეშუმის მუზეუმში პროექტი "არტ - ინტერვენცია მუზეუმში" დაიწყო.
აბრეშუმის მუზეუმი ის იშვიათი ინსტიტუციაა თბილისში, რომელმაც თავისი სივრცე დაუთმო თანამედროვე არტისტებსა და კურატორებს.  
პროექტის ფარგლებში მოწვეული ხელოვანები კურატორებთან ერთად განახორციელებენ თავიანთ ინდივიდუალურ პროექტს და მოამზადებენ დასკვნით გამოფენას. პროექტი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და აღნიშნულ პერიოდში ოთხ განსხვავებულ არტისტულ პროექტს შესთავაზებს დამთვალიერებელს თანამდროვე არტისტთა ჯგუფი: 
1. არტისტი - ნინო ქვრივიშვილი, კურატორი - ირინა პოპიაშვილი
2. არტისტი - ნადია წულუკიძე & სტუდენტები, კურატორი - ლალი პერტენავა
3. არტისტი - უტა ბექაია, ლევან მინდიაშვილი,  კურატორი - ელენე აბაშიძე
4. არტისტი - ლია ბაგრატიონი, კურატორი - მაგდა გურული
პროექტი ხორციელდება "სახრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროექტის" ფარგლებში. პროექტის მართვას უზრუნველყოფს კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თამაშრომლობის ოფისის (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.