english
ისტორია
კატალოგი
ვიდეოთეკა
ბიბლიოთეკა დაარსდა მუზეუმთან ერთად. მისი ფონდის ძირითადი ნაწილი ნ.შავროვის მიერ იქნა შეკრებილი. წიგნების უმეტესი ნაწილი შემოვიდა საჩუქრისა და შემოწირულობის სახით. არის მაგალითად, რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის მიერ ნაჩუქარი წიგნებიც.

ბიბლიოთეკა შედგება სამკითხველო დარბაზისა და კატალოგიზაციის ოთახისაგან. აღსანიშნავია 1890–92 წლებში საგანგებოდ ბიბლიოთეკისთვის ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული, თავდაპირველი სახით შემონახული ავეჯი. სამწუხაროდ, ბიბლიოთეკას სივრცის უქონლობის გამო არ გააჩნია საცავი, რომელიც მას ძალიან სჭირდება.

ბიბლიოთეკაში დაწყებულია მუშაობა ფონდის გამდიდრებაზე. მისასალმებელი იქნება შესაბამისი ლიტერატურის შემოწირულობები.
ბიბლიოთეკა გეგმავს თანამშრომლობას მუზეუმებისა და უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
 
XVIII, XIX და XX საუკუნეებში გამოცემული, მსოფლიოს ოც ენაზე შედგენილი ლიტერტურა ეხება მეაბრეშუმეობას, ქსოვილის წარმოებას და დამუშავებას, საღებავებს და ღებვას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ეკონომიკას და სხვა თემებს.

2008 წლის გაზაფხულიდან ბიბლიოთეკაში დაიწყო კოლექციის სრული კატალოგიზაცია დუის საერთაშორისო კლასიფიკაციის შესაბამისად (Dewey Decimal Classification). ელექტრონულ კატალოგში წიგნები აღიწერება ავტორის, თემატიკის, გამოცემის ქვეყნის, გამოცემის წლის, წიგნის ფორმატის, და სხვა მრავალი მახასიათებლის მიხედვით.
სავარაუდოდ, კატალოგიაზაცია დასრულდება 2010 წელს, რის შემდეგაც ყველა დაინტერესებულ მკითხველს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ექნება წიგნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს და მუზეუმის ბიბლიოთეკით ისარგებლოს.



 
ბიბლიოთეკა გეგმავს აბრეშუმის, მისი ისტორიისა და წარმოების თემებთან დაკავშირებული ვიდეო მასალების შეძენას და შეგროვებას. ჩვენ ვეძებთ
სამეცნიერო, სასწავლო და მხატვრულ ფილმებს აბრეშუმის შესახებ მთელი მსოფლიოდან!