სხვადასხვა ჯიშის თუთის ჰერბარიუმები, ჯანმრთელი და დაავადებული შტამბის გადანაჭრები, თუთის ბიოლოგიის ამსახველი მასალები (მშრალი და სველი პრეპარატების სახით), მეთუთეობაში გამოყენებული ინვენტარი (დანები, ნაჯახები, ხელსაწყოები), დაქუცმაცებული ფოთლის ნიმუშები, სხვადასხვა ჯიშების გამრავლების მეთოდები, 4,5 მეტრი სიგრძის ფესვი, მერქნის და ნაყოფის ნაწარმი (მუსიკალური საკრავები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ინსტრუმენტები, ასევე - ბაქმაზი, თათარა, არაყი, ძმარი), თუთის მავნებლები და პარაზიტები, თუთის დაავადებები. თუთის ხისაგან დამზადებული საკრავები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
|
|
აბრეშუმხვევიას ჭიის ბიოლოგიის ამსახველი სხვადასხვა სახის ექსპონატები (მშრალი და სველი პრეპარატების სახით). მაგალითად, წარმოდგენილია ჭიის ანატომია (საჭმლის მომნელებელი სისტემა, ჯირკვლის რეზერვუარი, კუნთოვანი სისტემა და სხვა) სხვადასხვა ასაკის ჭიის კანები, ფიტულები. არის აგრეთვე ჭიის პათოლოგიის ამსახველი ექსპონატებიც (სხვადასხვა დაავადებების შედეგად სახეცვლილი ეგზემპლარები) |
|
პეპლების კოლექცია თავდაპირველად საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ამჟამად დიდი ნაწილი განადგურებულია ან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამის მიზეზი გახდა ათწლეულების განმავლობაში შენახვის პირობების არარსებობა. ცნობილია, რომ ნ. შავროვმა გარეული პეპლების მდიდარი კოლექციის დიდი ნაწილი შეისყიდა გერმანელი კოლექციონერის, ჰაინესაგან.
|