english
თუთის ხე     აბრეშუმის ჭია     ენტომოლოგია
პარკი     ძაფი     ქსოვილი
საღებავები     კონტეინერები     ხელსაწყოები
თუთის ხე

სხვადასხვა ჯიშის თუთის ჰერბარიუმები, ჯანმრთელი და დაავადებული შტამბის გადანაჭრები, თუთის ბიოლოგიის ამსახველი მასალები (მშრალი და სველი პრეპარატების სახით), მეთუთეობაში გამოყენებული ინვენტარი (დანები, ნაჯახები, ხელსაწყოები), დაქუცმაცებული ფოთლის ნიმუშები, სხვადასხვა ჯიშების გამრავლების მეთოდები, 4,5 მეტრი სიგრძის ფესვი, მერქნის და ნაყოფის ნაწარმი (მუსიკალური საკრავები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ინსტრუმენტები, ასევე - ბაქმაზი, თათარა, არაყი, ძმარი), თუთის მავნებლები და პარაზიტები, თუთის დაავადებები.თუთის ხისაგან დამზადებული საკრავები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

აბრეშუმის ჭია

აბრეშუმხვევიას ჭიის ბიოლოგიის ამსახველი სხვადასხვა სახის ექსპონატი, აბრეშუმხვევიას ჭიის კვერცხი, სხვადსხვა ასაკის ჭია, ფიტულები,  ჭიის ანატომია და პათოლოგია.

ენტომოლოგია

პეპლების კოლექცია შექმნილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე და თავდაპირველად საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. კოლექცია შეგროვებულია ნ.შავროვის მოგზაურობისას ევროპასა და კავკასიაში, დიდი ნაწილი შესყიდულია კოლექციონერ ჰაინესაგან გერმანიაში. პეპლების კოლექციაში წარმოდგენილია 161 სახეობის 314 ეგზემპლარი, რომელთა უმრავლესობა რესტავრირებულია. 



 
აბრეშუმის პარკი

აბრეშუმის პარკის კოლექცია უნიკალურია სიძველითა და ჯიშების მრავალფეროვნებით. მუზეუმში წარმოდგენილია 5000-მდე ჯიშისა და ვარიაციის აბრეშუმის პარკი, რომელთა უმეტესობა XIX საუკუნეშია შეგროვებული. კოლექციაში წარმოდგენილია იაპონური, ჩინური, კორეული, ინდური, ბენგალური, უზბეკური, ყირგიზული, თურქმენული, ირანული, თურქული, კვიპროსული, სირიული, ბერძნული, ბულგარული, ავსტრიული, უნგრული, იტალიური, კორსიკული, ფრანგული და კავკასიური, მათ შორის ქართული ჯიშის პარკებიც. კოლექციაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ველური აბრეშუმხვევიას ჯიშის პარკებს. 

ძაფი

კუსტარული და ფაბრიკული წარმოების აბრეშუმის ძაფი. შეღებილი, შეუღებავი, კუსტარულად და ფაბრიკაში დაგრეხილი ძაფის ნიმუშები შულოების სახით. საერთაშორისო გამოფენებიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული აბრეშუმის ძაფის შულოების კოლექცია. ველური და მუხის აბრეშუმხვევიას ძაფების კუსტარულად ამოხვეული ძაფების ნიმუშები სხვადასხვა ქვეყნიდან. გარდა ამისა, წარმოდგენილია ნათაური (პარკის გარსის ნახარში), შეღებილი აბრეშუმის ბამბა, დომფალი პარკიდან დამზადებული ძაფის ნიმუშები, ქირურგიაში და მეთევზეობაში გამოყენებული ფიბროსიმი (ე.წ. სილქვორმგუტი), საცრები.

აბრეშუმის გარდა, მუზეუმში დაცულია მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ძაფის ნიმუშები, როგორიცაა: ბამბა, სელი, ჯუტი, კანაფი, ფინიკის პალმა, აგავა.შემოწირულობას.

ქსოვილი

სხვადასხვა პერიოდის (XIX ს. ბოლო-XX ს.) და სხვადსხვა ქვეყნის წარმოების ქსოვილები - კავკასიის ხალხთა საოჯახო რეწვის ნიმუშები, 1888 წ. შეგროვებული ნ. შავროვის მიერ, ფაბრიკული წარმოების ფრანგული ქსოვილის ნიმუშების კოლექცია (ნ. შავროვის მიერ ლიონიდან და პარიზიდან ჩამოტანილი), გერმანული მაქმანის კოლექცია, ინგლისური, ესპანური, იტალიური და სხვა წარმოების ნიმუშების კოლექცია, ქართული აბრეშუმის ქსოვილების კოლექცია.

კოლექციებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ჟაკარდულ ქსოვილებს, რომელიც მუზეუმში XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთიდან შემოვიდა. კოლექციაში წარმოდგენილია 100-ამდე ნიმუში და იგი ერთ-ერთი უძველესია სამუზეუმო კოლექციებს შორის. 

45 ჯეჯიმი - ნაგრეხი აბრეშუმის ქსოვილი. კოლექცია თარიღდება XIX საუკუნით. ჯეჯიმი გავრცელებული იყო როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. 

გერმანული მაქმანების კოლექცია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა შემოსული მიუნხენის მანუფაქტურიდან და მოიცავს მაქმანის 400-ამდე ნიმუშს. 

 
საღებავები

საღებავების კოლექცია XIX ს. ბოლოს მიეკუთვნება. გამოფენილია მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოტანილი 144 ბუნებრივი და ქიმიური საღებავი.

გრენის კონტეინერები

გრენის - აბრეშუმხვევიას ჭიის კვერცხის შესანახი და გადასატანი კონტეინერების კოლექცია, რომელიც მოიცავს 125 ეგზემპლარს სხვადსხვა ქვეყნებიდან: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სპარსეთი, სომხეთი, საქართველო. ძირითადად ნიმუშები განეკუთვნება XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისს. ეს კოლექცია გვაჩვენებს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის საერთაშორისო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ისტორიას.

მაკეტები, იარაღები, ხელსაწყოები

ეთნოგრაფიული მაკეტები, როგორიცაა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საცხოვრებელი და საჭიე სახლები; საქსოვი დაზგების მოდელები; პარკიდან ძაფის ამოსახვევი სხვადასხვა ხელსაწყოს მოდელი; ჭიის გამოსაკვები თაროების მოდელები იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და საქართველოდან და სხვა, მეთუთეობაში გამოყენებული პრიმიტიული ინვენტარი და იარაღები, სხვადასხვა სახის ხელსაწყოები და ინსტრუმენტები, პრედელას სისტემის წყლის გამანაწილებელი ბაკი (იტალია, მე-19 ს. ბოლო), გილიარდის სისტემის გრენის მოსალესი მანქანა (იტალია), ოდას სისტემის გასარეცხი დანადგარი (იაპონია), ჯინეკრინის სისტემის სქესად დამყოფი აპარატი (1906) და სხვა.