english
კავკასიური ჯეჯიმი
2
3
კავკასიური ჯეჯიმი

მუზეუმის ქსოვილის კოლექციებს შორის გამორჩეული ადგილი ტრადიციული კავკასიური ჯეჯიმის ნიმუშებს უჭირავს. კოლექცია XIX საუკუნის ბოლოსაა შექმნილი. 
ხალიჩური ნაწარმის ერთ-ერთი სახეობა ჯეჯიმი წარმოადგენს უძველეს საოჯახო-საყოფაცხოვრებო კუსტარულ ობიექტს აღმოსავლეთ კავკასიაში. ჯეჯიმის ზუსტი წარმომავლობა დაუდგენელია, თუმცა ის იქსოვებოდა როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე სომხეთში, დაღესტანსა და აზერბაიჯანში. ამ საქმიანობით ძირითადად ქალები იყვნენ დაკავებულნი. აღსანიშნავია, რომ კავკასიაში ჯეჯიმს ოჯახისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული ორნამენტის მიხედვით ქსოვდნენ.

კატალოგი დაბეჭდილია ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით.  ქართულ და ინგლისურ ენაზე, თბილისი, 2016 წელი. ISBN 978-9941-0-8891-9