english
მარტო ნუ წახვალ     რემედიოს
ტტტ
მმმ
2017 წლის 28 იანვარს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში პროექტის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ფარგლებში გაიხსნა არტისტ - ლია ბაგრატიონისა და კურატორის მაგდა გურულის ერთობლივი გამოფენა ¡No vayas sola, Remedios! მარტო ნუ წახვალ, რემედიოს! - რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბრიდან მიმდინარეობს მუზეუმში. 

პროექტის სათაური "მარტო ნუ წახვალ რემედიოს!", რამდენამდე თავისუფალი მინიშნებაა მაგიურ რეალიზმზე. აბრეშუმის პარკად გადაქცეული ავტორის სხეული, რომელსაც მაყურებელი საბოლოოდ მინის ვიტრინაში თიხის ობიექტის სახით ნახავს, თითქოს თვითნებურად ეწერება მარკესის ლიტერატურული პერსონაჟების ექსტრაორდინალური სხეულების სიაში: იქნება ეს ცაში სარეცხთან ერთად გაფრენილი მშვენიერი ქალი, თუ კაცი რომელსაც თავზე პეპლები ეხვევიან.

პროექტი ¡No vayas sola, Remedios! ჭიის პეპლად გადაქცევის საილუსტრაციოდ აქცენტს თიხის სახეცვლილებების შედეგად მიღეულ საბოლოო პროდუქტსა და ამ პროდუქტის შექმნის პროცესზე აკეთებს. თიხის მეტამორფოზას მაყურებელი მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში განთავსებულ ვიდეოპროექციაზე ხედავს. 

¡No vayas sola, Remedios - ის ექსპოზიცია მუზეუმის ფუნქციას იმეორებს და ცდილობს, მაყურებელს თიხის მეტამორფოზის ყველა ეტაპი აჩვენოს - დაწყებული საწყისი მასალის თეთრი თიხის დამუშავებიდან და დასრულებული იმ საბოლოო პროდუქტით რომელიც მუზეუმის ცენტრაური დარბაშია გამოფენილი. 

გამოფენა დახურვა: 2017 წლის 18 თებერვალი. 

¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს! - პროექტის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. პროგრამა ხორციელდება ს"სამხრეთ კავკასიის ხელოვნებისა და კულტურილი რეგიონალური პროექტის" ფარგლებში და მის მართვას უზრუნველყოფს კულტურისსა და მენეჯმენტის ლაბორატორია სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისი (SCO) ფინანსური მხარდაჭერით.