english
4 სიცოცხლე
აბრეშუმის მუზეუმი 2016 წლის ოქტომბრის თვიდან იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამას სპეციალურად  მეოთხე კლასელებისთვის. ეს არის თემატური პროგრამა, რომელიც ეფუძნება სასკოლო პროგრამაში გათვალისწინებულ თემას - მწერის სასიცოცხლო ციკლი. 

აბრეშუმის პეპელა, როგორც მწერების ერთ-ერთ წარმომადგენელს ახასიათებს სიცოცხლის ოთხეტაპიანი ციკლი. 

პროგრამის ფარგლებში სკოლებს აქვთ შესაძლებლობა მოაწყონ გასვლითი გაკვეთილი მუზეუმში, აგეცნონ აბრეშუმის პეპლის სასიცოცხლო ციკლს ვიზუალურ მასალასთან ერთად და ჩაერთონ სახალისო-შემეცნებით აქტივობაში. 

პროგრამის ღირებულება 2 ლარი 



 
16 მარტი, 2017
სტაჟირება აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკის/ფონდების მართვის/საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში.


ვრცლად >>
11 მარტი, 2017
2017 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აღნიშნავს დაარსებიდან 130 წლის იუბილეს. ვრცლად >>
16 თებერვალი, 2017
არტ-ინტერვენციის ბოლო პროექტის, არტისტ ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის ერთობლივი გამოფენის   "¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" დახურვა შედგება 18 თებერვალს 18:00 საათზე.ვრცლად >>