english
2015
14 თებერვალი - პროექტ "Get in Culture" - ის პოლონელი ორგანიზატორები სტუმრად მუზეუმში 

7 მარტი -  გაიხსნა გამოფენა "წითელი ხაზი"

21 მარტი - აღინიშნა აბრეშუმის მუზეუმის ყოფილი დირექტორის ქალბატონ ირინა ჭოტორლიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 

5 მაისი - აბრეშუმის მუზეუმში დაიწყო ზრდასრულთა პროექტი "შეინარჩუნე ელვარება". პროექტი დაფინანსებულია ფონდ DVV International Georgia მიერ. 

13 მაისი - გაიხსნა გამოფენა "ქალი აბრეშუმით - კოსტნატინე ზანისის ფოტოკოლექცია" 

15, 18, 21, 22 მაისი - გამოფენის "ქალი აბრეშუმით" ფარგლებში მუზეუმმა უმასპინძლა 4 ქალ ფოტოგრაფს - ირმა შარიქაძეს, მარიამ ამურველაშვილს, ნათელა გრიგალაშვილს და დარო სულაკაურს - რომლებმაც მუზეუმში მოაწყვეს ფოტო გადაღება და გადაიღეს XXI საუკუნის ქალი აბრეშუმით. 

28 ივნისი - გაიხსნა ქალბატონ მზია ფაჩუაშვილის  " ხელნაკეთი აბაჟურების გამოფენა"

8 ივლისი - აბრეშუმის მუზეუმში ამოქმედდა საბავშვო საზაფხულო სკოლა  

3 აგვისტო - მუზეუმს ესტუმრნენ ჰარვარდის უნივერისტეტის პროფესორები - ნორინ ტურო და  მაიკლ მაკკორმიკი ასისტენტებთან ერთად. მათი მიზანია შეისწავლონ მუზეუმში არსებული აბრეშუმის პარკის კოლექცია. 

29 სექტემბერი - ევროპის ტექსტილის ქსელის (ETN) ყოფილი პრეზიდენტის ბეატრის სტერკის ლექცია "ტექსტილი ხელოვნებაა?"

15-16 ოქტომბერი - აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში აბრეშუმის მუზეუმმა საქართველოს პარლამენტის შენობაში მოაწყო აბრეშუმის პარკისა და ქსოვილის კოლექციის გამოფენა. 

30 ოქტომბერი - არტისტ ნინო ქვრივიშვილის ლექცია თემაზე  "არის თუ არა ტექსტილი ხელოვნება?" 

6 ნოემბერი - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება"  მონაწილეები სტუმრად მუზეუმში. 

8 ნოემბერი - ICOM GEORGIA- ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "პოსტსაბჭოთა ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები" მონაწილეები სტუმრად მუზეუმში.  

24 ნოემბერი - არტისტ ქეთევან ბასის  ლექცია თემაზე "არის თუ არა ტექსტილი ხელოვნება?"

24 დეკემბერი - არტისტ ნინო ზირაქაშვილის ლექცია თემაზე "არის თუ არა ტექსტილი ხელოვნება?"


 
16 თებერვალი, 2017
არტ-ინტერვენციის ბოლო პროექტის, არტისტ ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის ერთობლივი გამოფენის   "¡No vayas sola, Remedios! / მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" დახურვა შედგება 18 თებერვალს 18:00 საათზე.ვრცლად >>
13 იანვარი, 2017
No vayas sola, Remedios!"  - "მარტო ნუ წახვალ, რემედიოს!" მხატვრისა და თიხის არტისტის ლია ბაგრატიონისა და კურატორ მაგდა გურულის თანამშრომლობის შედეგია. გამოფენა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო, მუზეუმში შემუშავებული და განხორციელებული გრძელვადიანი პროგრამის "არტ-ინტერვენცია მუზეუმში" ბოლო პროექტია. გამოფენა გაიხსნება 2017 წლის 28 იანვარს. ვრცლად >>
13 ოქტომბერი, 2016
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში 2016 წელს მომზადდა საგანმანათლებლო პროგრამა "4 სიცოცხლე" სპეციალურად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მეოთხე კლასელებისათვის. პროგრამა ეფუძნება სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ თემას - მწერის ოთხეტაპიანი სასიცოცლო ციკლი. 





ვრცლად >>