english
ფოლადის ძაფივით
აბრეშუმის გზის ფორუმი
მაქმანს მიღმა
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში "ფოლადის ძაფივით", რომელიც 2016 წლის 25 მარტს პრეზიდენტის სასახლში გაიხსნა. აბრეშუმის მუზეუმმა გამოფენაზე წარმოადგინა აბრეშუმის მაქმანის კოლექცია, რომელიც XIX-XX საუკუნის მიჯნაზეა მუზეუმში შემოტანილი და რომელიც გერმანიის ქალაქ მიუნხენშია დამზადებული. მუზეუმში არსებული მაქმანის კოლექცია წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მანუფაქტურულ ნაწარმს რომელსაც როზა კლაუბერის ოჯახი აწარმოებდა. როგორც ცნობილია, როზა კლაუბერის ოჯახი დღესაც აგრძელებს მაქმანის წარმოებას უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუზეუმის კოლექციაში მაქმანის 400 -მდე ნიმუშია დაცული. 







 
საქართველოს მთავრობის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 30-მდე ქვეყნის 700 წარმომადგენელი ეწვია, რომელთა შორის  ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი აბრეშუმის მუზეუმს ეჭირა, მუზეუმმა ფორუმის ფარგლებში საქართველოს თბილისის პარლამენტის შენობაში აბრეშუმის პარკისა და ქსოვილის კოლექცია წარმოადგინა. ექსპონატები თავისი წარმომავლობით ეხმიანებოდნენ აბრეშუმის დიდი გზის ქვეყნებს. 
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სპეციალურად ფორუმისთვის დაიბეჭდა მუზეუმის მცირე კატალოგი და კონსტანტინე ზანისის ფოტო ალბომი, რომელიც საჩუქრად გადაეცა ფორუმში მონაწილე სტუმრებს. 





 
2016 წლის 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აბრეშუმის მუზეუმში სხვა აქტივობებთან ერთად გაიხსნა სტუდენტური ფოტოგამოფენა "მაქმანს მიღმა". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2015 წლის გამოფენის "ქალი აბრეშუმით" კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია - ფარგლებში შესრულებული ნათელა გრიგალაშვილისა და მისი სტუდენტებს ნამუშევრები. სტუდენტების ფოტო ობიექტივმა აღბეჭდა მუზეუმის თანამშრომლები, სტაჟიორები და მოწვეული სტუმრები. სტუდენტებმა მიმდინარე გამოფენის კონცეფციის შესაბამისად, პორტრეტების შექმნისას გამოიყენეს აბრეშუმის ქსოვილი, კერძოდ კი მაქმანი. 
გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლს საშუალება ჰქონდა ხმა მიეცა თავისი რჩეული ნამუშევრისთვის. 
გამოფენის მონაწილეები: 
ნათელა გრიგალაშვილი
პაკო გუკასოვი 
ლევან მიქაძე
თათია ჭაფოძე
ბექა ოძელაშვილი
თამარ გამეზარდაშვილი