english
ქალი აბრეშუმით-კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია
ქალი აბრეშუმით-XXI
 

2015 წლის 13 მაისს აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნა ფოტოგამოფენა "ქალი აბრეშუმით კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექცია", გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XIX    საუკუნის ცნობილი ფოტოგრაფის კონსტანტინე ზანისის ნამუშევრები. ფოტოებზე წარმოდგენილია  კავკასიელი ქალების ყოველდღიური ყოფა, მათი ჩაცმულობა და მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული სხვადსხვა საქმიანობა. ფოტოები გადაღებულია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ორგანიზებული ექსპედიციების დროს. გამოფენა მუზეუმის 5 წლიანი კვევის შედეგია, რომელიც კვლავაც გრძელდება. გამოფენას თან ახლდა სპეციალურად მოწყობილი ფოტოსტუდია, სადაც დამთვალიერებელს ჰქონდა საშუალება გადაეღო ფოტო აბრეშუმის პარკებით ხელში. 

გამოფენის ფარგლებში განხორციელდა პროექტი "ფოტოგრაფი მუზეუმში", სწორედ ამ მიზნით მუზეუმის სივრცეში იმუშავა ოთხმა ფოოტოგრაფმა ქალმა: ირმა შარიქაძემ, ნათელა გრიგალაშვილმა, დარო სულაკაურმა და მარიამ ამურველაშვილმა, რომლებმაც გადაიღეს XXI საუკუნის ქალი აბრეშუმით. 








 

 

 
2016 წლის 17 მაისს ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში აბრეშუმის მუზეუმში  გაიხსნა ფოტო გამოფენა "ქალი აბრეშუმით - XXI". გამოფენა წარმოგვიდგენს პროექტის "ფოტოგრაფი მუზეუმში" შეჯამებას, რომელიც განხორციელდა ფოტოგამოფენის "ქალი აბრეშუმით - კონსტანტინე ზანისის ფოტოკოლექციის" ფარგლებში. გამოფენაში მონაწილეობდნენ: ირმა შარიქაძე, ნათელა გრიგალაშვილი, დარო სულაკაური და მარიამ ამურველაშვილი. 
ფოტოგამოფენის პარალელურად ირმა შარიქაძემ არტისტ საბასთან ერთად წარმოადგინა ვიდეო ინსტალაცია აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკაში.