english
სისხლი აბრეშუმზე
ნიჟარები
მოსაჩითი ნიმუშების წიგნი
2014 წლის 7 მაისს აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნა  ავსტრალიელი ვიზუალური არტისტის ფიონა დევისის გამოფენა "სისხლი აბრეშუმზე".

თბილისში ჩამოსვლამდე გამოფენა წარმატებით ჩატარდა რამდენიმე ქალაქში- სიდნეიში, სტამბულში და ლონდონში.

პროექტს საფუძვლად დაედო პ.დომაჩუკის კვლევა, რომელიც ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემაში აბრეშუმის ბიოფოტონური მიკროჩიპის ჩანერგვას ეძღვნება. მიკროჩიპის დანიშნულებაა სისხლის უჯრედების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მონაცემების განსაზღვრა და გაზომვა ორგანიზმშივე, სისხლის სინჯის აღების გარეშე. 

აბრეშუმი საოცარი მასალაა - მისგან მშვენიერი ქსოვილიც მზადდება და ინტენსიური თერაპიისთვის გამოსადეგი უვნებელი ბიოჩიპიც. 

აბრეშუმის მუზეუმისთვი ეს იყო პირველი გამოფენა, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის უჩვეულო გამოყენების შესაძლებლობებს. 

აბრეშუმის მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მუზეუმის სივრცეში სპეციალურად გამოფენისთვის მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაეგო საკუთარი სისხლის ჯგუფი. 

 
აბრეშუმის მუზეუმში მოქმედებს დროებითი გამოფენა - ნიჟარების იდუმალი სამყარო. კოლექცია ეკუთვნის ვალერი პეტროვს და მოიცავს ზღვისა და ხმელეთის 700-ამდე ნიჟარას. 

 
2016 წლის 4 მარტს აბრეშუმის მუზეუმში გაიხსნა ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის პერსონალური გამოფენა "მოსაჩითი ნიმუშების წიგნი". 

პროექტი ეფუძნება ლურჯი სუფრის ტრადიციას, რომელიც ახალი შინაარსითაა დატვირთული. სწორედ ამ ტექნიკით შესრულებული წიგნები იყო წარმოდგენილი გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო გამოსახულებები რომლებიც ასახავდნენ ქალთა ყოველდღიურ საქმიანობასა და ყოფას. 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მუშაობის პროცესში შექმნილი ჩანახატები, რაც დამთვალიერებელს აძლევდა საშუალებას თვალი ედევნებინა ნამუშევრების შექმნის პროცესისთვის.